Azerspace-1, ანუ AzerSat (აზერ.AzərSat-1), ცნობილი ასევე როგორც AzerSpace Africasat-1a[1] — პირველი აზერბაიჯანული კავშირგაბმულობის თანამგზავრი, შეიქმნა ამერიკული კომპანია Orbital Sciences Corporation[2] STAR-2 თანამგზავრის პლატფორმაზე. თანამგზავრი იწონის 3,2 ტონამდე და აღჭურვილია 36 აქტიური ტრანსპოდერით. იგი იმყოფება გეოსტაციონარულ ორბიტაზე აღმოსავლეთის გრძედის 46 გრადუსის პოზიციაზე და მოიცავს ისეთ რეგიონებს, როგორებიცაა: ევროპა, აფრიკა, ცენტრალური აზია, კავკასია და ახლო აღმოსავლეთი.[3] თანამგზავრის გაშვება მოხდა 2013 წლის[4] 7 თებერვალს კურუს კოსმოდრომიდან.[5][6][7][8]