Car-Man | |
---|---|
გამოსვლა 2010 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | მოსკოვი, რუსეთი |
ჟანრ(ებ)ი | ელექტროპოპი, ტექნო, ევროდისკო, დაბსტეპი |
აქტიური | 1989-დღემდე |
წევრები |
სერგეი ლემოხი სერგეი კოლკოვი კატრინ კანაევა |
ყოფილი წევრები | ბოგდან ტიტომირი |
საიტი | carmanmusic.ru |
Car-Man ვიკისაწყობში |
Car-Man (Кар-мэн) — საბჭოთა და რუსული პოპ-ჯგუფი, პოპულარული 1990-იანების დასაწყისში. მისი ერთადერთი მუდმივი წევრი არის სერგეი ლემოხი. მან კოლექტივი ჩამოაყალიბა 1989 წელს, ბოგდან ტიტომირის თანამონაწილეობით. დუეტი თავდაპირველად დიმიტრი მალიკოვის მხარდამჭერი მუსიკოსების შემადგენლობაში გამოდიოდა. პირველი ალბომის გამოცემის შემდეგ ტიტომირმა შემადგენლობა დატოვა. დღეისთვის Car-Man-მა სულ ექვსი სტუდიური ალბომი გამოსცა.